ჩვენი გუნდის წევრი

გიორგი ჭილაძე

გენერალური დირექტორი

  • გიორგი გამოცდილი ფინანსისტია, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებში უმაღლეს მმართველ პოზიციებზე მუშაობის 20 წლიანი ისტორიით.
  • გიორგი საქართველოს ბანკში იყო გენერალური დირექტორის მოადგილე რისკების მართვის მიმართულებით და მანამდე იყო ამავე ბანკის ფინანსური დირექტორი. იგი აგრეთვე იყო სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიის, სს საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე, სადაც ის მართავდა ფონდის საინვესტიციო პორტფელს და ბითიეი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი.
  • გიორგის მიღებული აქვს ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის (Ph.D) ხარისხი აშშ ქალაქ ბალტიმორის ჯონს ჰოპკინისის უნივეტისეტეტში და თავისი კარიერა ფინანსებში დაიწყო საინვესტიციო ბანკ ბეარ სტერნის (Bear Stearns) პროგრამული ვაჭრობის განყოფილებაში ქალაქ ნიუ იორკში.
  • წლიდან იგი ალფა პლიუს აქტივების მართვის თანადამფუძნებელი და დირექტორია.

ლევან წუწუნავა

მმართველი პარტნიორი

  • ლევანს აქვს საერთაშორისო საბანკო სისტემაში მუშაობის 20 წელზე მეტი კარიერა. დიდი გამოცდილება ფინასური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში, რისკების მართვაში და ზოგადად მენეჯმენტში.
  • ლევანმა თავისი კარიერა საბაზრო რისკების მართვაში დაიწყო და ხელმძღვანელობდა რამდენიმე გუნდს როგორც ABN AMRO Bank-ში, ასევე Royal Bank of Scotland-ში სხვადასხვა ფინასურ ცენტრებში (ამსტერდამი, ნიუ-იორკი და ლონდონი).
  • რისკების მართვის წარმატებული კარიერის შემდეგ, ლევანი შეუერთდა ING ბანკს ამსტერდამში, როგორც სავალუტო იფციონების უფროსი ტრეიდერი.
  • ალფა კაპიტალ ედვაიზორის დაარსებამდე ლევანი თიბისი ბანკის ხაზინისა და ფინანსური მომსახურების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
  • 2021 წელს ლევანმა დააფუძნა ალფა კაპიტალ ედვაიზორი, ლიცენზირებული საბროკერო ფირმა საქართველოში და ელისიუმ ესეტ მენეჯმენტი, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების მართვის კომპანია.

ირაკლი ელაშვილი

მმართველი პარტნიორი

  • ირაკლი აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება კონსალტინგში, საბანკო და საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში (ბრიტანეთში: Barclays და BNP Paribas; საქართველოში: თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი და 2021 წლიდან ალფა კაპიტალ ედვაიზორის მართველი პარტნიორი). მსოფლიო ბანკის კონსულტანტი საპენსიო რეფორმებსა და ინვესტირების საკითხებში საქართველოში და ეგვიპტეში. ფინკა ბანკის საქართველოს გენერალური დირექტორი. 2021 წელს ალფა კაპიტალ ედვაიზორისა და ელისიუმ ასეტ მენეჯმენტის თანადამფუძნებელი. 2023 წელს ალფა პლიუს აქტივების მართვის თანადამფუძნებელი.
  • გამოცდილება ფარავს მაღალპროფილიან მენეჯერულ პოზიციებს და მოიცავს ბიზნეს განვითარებას, წარმატებულ ფინანსური გაჯანსაღებას, ბიზნესის სწრაფ ზრდას, ღირებულების შექმნასა და სტრატეგიის განსაზღვრას და იმპლემენტაციას.
  • განათლება: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრი) და London Business School (მაგისტრი).